ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 28 წლის მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. როგორც ჰოსპიტლის ემერჯენსის უფროსი მაია ესებუა ამბობს, პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი და თირკმელი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.