ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

„პაციენტი ჰოსპიტალში შემოვიდა თვითდინებით. მას აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის ნაგლეჯ-ნაფლეთი გამჭოლი ჭრილობა. აღენიშნებოდა ჰემორაგიული შოკი. ამ წუთებში უტარდება გადაუდებელი ოპერაცია“,- განაცხადეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

ამასთან, თვითმხილველები ამბობენ, რომ ორი გასროლის ხმა გაიგეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.