ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში 73 პირის ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ამასთან, ოთხი დადასტურებული კოვიდინფიცირებულის განმეორებითი შუალედური ტესტირების პასუხი კვლავ დადებითია.
გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების 23 პაციენტია, 41 რეგიონის მედპერსონალი, თვითიზოლაციიდან ორი პირი გამოიკვლიეს, საკარანტინო სივრციდან კი 11.