ზუგდიდში 73 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21:56, 15.06.2020

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში 73 პირის ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამასთან, ოთხი დადასტურებული კოვიდინფიცირებულის განმეორებითი შუალედური ტესტირების პასუხი კვლავ დადებითია.

გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების 23 პაციენტია, 41 რეგიონის მედპერსონალი, თვითიზოლაციიდან ორი პირი გამოიკვლიეს, საკარანტინო სივრციდან კი 11.

მსგავსი