ზუგდიდში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება [ფოტო]
ზუგდიდში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება. საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს.
ადგილზე მოეწყო ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, ზვიად გამსახურდიას სტენდი, დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია, საგამოფენო პავილიონი – „ქვეყნის უსაფრთხოება“, ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, აუდიო სტენდი – „ერთიანი საქართველო“, საბავშვო-გასართობი სივრცე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება, ღონისძიების ბოლოს კი, გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.