ზუგდიდში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება [ფოტო]

13:35, 26.05.2019

ზუგდიდში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება. საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს.

ადგილზე მოეწყო ერთიანი საქართველოს საგამოფენო დერეფანი, ზვიად გამსახურდიას სტენდი, დამოუკიდებლობის აქტის კონსტრუქცია, საგამოფენო პავილიონი – „ქვეყნის უსაფრთხოება“, ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, აუდიო სტენდი – „ერთიანი საქართველო“, საბავშვო-გასართობი სივრცე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 17:10 საათზე, საქართველოს 14 ქალაქთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება, ღონისძიების ბოლოს კი, გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.

მსგავსი