ზუგდიდში, 108 წლის ვენერა გაწერელიას იუბილე და 8 მარტი მიულოცეს
ზუგდიდში, 108 წლის ვენერა გაწერელიას იუბილე და 8 მარტი მიულოცეს

ზუგდიდში ყველაზე უხუცეს ქალს, 108 წლის ვენერა გაწერელიას იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მიულოცეს.

ვენერა გაწერელია 1910 წელს დაიბადა, მას 6 შვილი, 14 შვილიშვილი, 28 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ვენერა გაწერელია 1942 წელს დაოჯახდა, ის მეორე მსოფლიო ომის ზურგის მუშაკი იყო. ამასთან, ზუგდიდის ყველაზე მხცოვანი ადამიანი არის ზუგდიდის რაიონული საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი.

ზუგდიდის მერია 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს.