აშშ-ის საელჩო - თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ ჩვენთან ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ, მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას
აშშ-ის საელჩო - თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ ჩვენთან ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ, მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას

თავს იღბლიანად მივიჩნევთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქართველოში ცხრა მოწინავე პოზიციას ქალები იკავებენ, მათი საქმიანობა ყოველდღიურად აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ფეისბუზქე“ წერს.

„ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ქალების გამორჩეულ წვლილს, რომლებმაც ახალი გზა გაკვალეს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.

მადლობას ვუხდით ელჩ კელი დეგნანს, ელჩის მოადგილე რაიან ჰარისს, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის, გამოძიების ფედერალური ბიუროს იურიდიულ ატაშე დაიეპ შუმეიკერს, საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერ კეტრინ შვაიცერს, კონსულ კეტრინ აბეიტს, ნარკოტიკებთან ბრძოლის ატაშე ჯენიფერ სვიდერს, რეგიონული ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მრჩეველ როზიცა პეტროვსა და ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის პროგრამის დირექტორ რებეკა ჰანტს მათი ლიდერობისთვის“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

 

ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ იმ ქალების გამორჩეულ წვლილს, რომლებმაც ახალი გზა გაკვალეს უკეთესი მსოფლიოს…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Sunday, 7 March 2021