ზუგდიდის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლის პრემიერა გამართა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა. სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა, იგორ ბაუერსიმას ცნობილი და მსოფლიოში გახმაურებული პიესის, „ნორვეგია დღეს“ მიხედვით დადგა.
სპექტაკლი ორ მარტოსულ, სოციალურ ქსელებს მიჯაჭვულ ახალგაზრდას ისტორიაზეა, მათ ყოფით რეალობაზე, ნეგატიურ წარმოდგენებზე სამყაროსა და ადამიანურ ურთიერთობებზე.
„სპექტაკლის მიხედვით, ორი მარტოსული, სოციალურ ქსელებს მიჯაჭვული ახალგაზრდები გადაწყვეტენ, მოწყდნენ თავიანთ ყოფით რეალობას, მიემგზავრებიან მათთვის უცხო სამყაროში და იქ პოულობენ ნამდვილ სიყვარულს, ურთიერთობას, რითაც ამარცხებენ თავიანთ ნეგატიურ წარმოდგენებს სამყაროსა და ცხოვრებაზე. სპექტაკლი დაგანახებთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს და თავისუფლების წყურვილს, რაც ასე ძვირფასია ყველასთვის“, – განაცხადა რეჟისორმა.
სპექტაკლი კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.