ზუგდიდის საავადმყოფოდან ექვსი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს
ზუგდიდის საავადმყოფოდან ექვსი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისში, სამედიცინო ცენტრ „ელ ჯი და კომპანიაში“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ექვსი მოზარდი – ხუთი გოგონა და ერთი ვაჟი გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„პაციენტებთან არის ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი. სიცოცხლისთვის საშიში არცერთი არ ჩანს, თუმცა ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ. როგორც ამბობენ, ბავშვებმა გუშინ მიიღეს სოსისი და ამან გამოიწვია მოწამვლა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თეიმურაზ ნადირაძემ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი დღეს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

ამასთან, უკრაინელი ბავშვების საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.