ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ „სუბარუს“ მარკის მანქანას შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.