ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

18:36, 10.10.2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ „სუბარუს“ მარკის მანქანას შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი