ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მკვიდრია. ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.