სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მაშველებმა ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს.

გარდაცვლილი სავარაუდოდ ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრია, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურის საშუალებით ცდილობდა.

ამასთან, დღეს მაშველებმა სოფელ შამგონასთან მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.