ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ძლიერი ხანძარია. იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციების უკიდია ცეცხლი.
თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარი გადავიდა კერძო სექტორში. ხანძრის უშუალო სიახლოვეს არის ემიგრანტთა ბაღი, თუმცა რა ვითარებაა იქ ჯერ უცნობია.
ადგილზე მუშაობენ ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე-მაშველები. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი.