ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა ნომერ მეორე საბავშვო ბაღი. სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია გაეცნენ და პედაგოგებს გაესაუბრნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ასევე ჩატარდება საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში. სადეზინფექციო სამუშაოები მომავალ კვირასაც გაგრძელდება.