ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა ხვალ სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული.
ამის შესახებ პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გულორდავა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მოდულის შენობაში 11:00 საათზე დაიბარეს.
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.
სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა გია გულორდავამაც დატოვა.