ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა დღეს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, რეაბილიტირდება 10 კმ და 300 მ გზა, იგება ბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 168 712 ლარია.