ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

10:25, 20.08.2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა დღეს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის თანახმად, რეაბილიტირდება 10 კმ და 300 მ გზა, იგება ბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 168 712 ლარია.

მსგავსი