ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის 19 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ 19 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ პირველ არხს განუცხადა, 19-ივე თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა 30 სექტემბერს დაუმთავრდა.
„ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელება არ იგეგმება. ხოლო ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, განაცხადა ზვიად ქარჩავამ.
ამ დროისთვის აღნიშნულ ა(ა)იპ-ში დირექტორ ზვიად ქარჩავას ჩათვლით, რვა ადამიანი მუშაობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.