ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის 19 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

12:33, 01.10.2018

ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ 19 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ პირველ არხს განუცხადა, 19-ივე თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა 30 სექტემბერს დაუმთავრდა.

„ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელება არ იგეგმება. ხოლო ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, განაცხადა ზვიად ქარჩავამ.

ამ დროისთვის აღნიშნულ ა(ა)იპ-ში დირექტორ ზვიად ქარჩავას ჩათვლით, რვა ადამიანი მუშაობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.

მსგავსი