ზუგდიდის მერი - მჯერა, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და პანდემიის შეკავების წელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
ამასთან, მან 2020 წელი შეაჯამა და მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და პანდემიის შეკავების წელი.
„2020 წელს მსოფლიო და მათ შორის, საქართველო უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. მჯერა, შევძლებთ, პანდემიის დასრულებისთვის იმ ქვეყნების რიცხვში ვიყოთ, რომლებიც ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდნენ ამ უხილავ მტერს. ამ საქმეში ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის ხალხი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყოველდღიურად იბრძვის. განსაკუთრებით მადლობა, ჩვენს ექიმებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.
მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით წარმატებული წელი იყო. ზუგდიდში მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდა. ამდენი გზა ზუგდიდში არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გაკეთებულა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის. ეს პროცესი 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება.
გადმოგვეცა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები, რომლებიც მოემსახურებიან როგორც ქალაქს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებს, რაც კომფორტულს გახდის გადაადგილებას ჩვენი მოსახლეობისთვის. ვაშენებთ მუნიციპალური ტრანსპორტის დეპოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურეობის ხარისხს და ჩვენს სატრანსპორტო სისტემას.
ჩვენ შევძელით და ქალაქს წყალმომარაგებისა და წყალარინების ამ დრომდე არარსებული ცენტრალიზებული სისტემა ექნება, სამუშაოების სულ მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას მოვუგვარებთ.
ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა ავაშენეთ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. ეს არის ათწლეულებზე გათვლილი პროექტი. გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდიელები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ვისარგებლებთ.
ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, ავაშენეთ ანაკლიის საბავშვო ბაღი და ვაშენებთ ლაღიძის ქუჩასა და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2021 წელს ავაშენებთ ოთხი საბავშვო ბაღს. ასევე ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებელს, ვაფინასნებთ საზღვარგარეთ სწავლას, გვყავს სტიპენდიანტები, ხელს ვუწყობთ წარმატებულ ახალგაზრდებს და მეწარმეებს. ვზრუნავთ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ვაშენებთ საფეხბურთო აკადემიის ბაზას და რაგბის სტადიონს.
ზუგდიდში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ დაეგემათ ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ქუჩისა და უბნისთვის.
2020 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დევნილების ხელშეწყობიოს კუთხით, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდება. 360 დევნილ ოჯახს გადავეცით ბინა. 2021 წელს დამატებით კიდევ 600 ბინას გადავცემთ. ასევე, 500 ოჯახს დევნილთა სააგენტო საცხოვრებელ ფართს შეუსყიდის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი შვილებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთში მათთან ერთად დაბრუნება და ერთიან საქართველოში ჩვენი წარმატების ზეიმი, რომელსაც ყველა ველოდებით.
მნიშვნელოვანი იყო „კოვიდ 19“-ის პერიოდში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, გარდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარების პაკეტებისა ჩვენ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქებიის სხვადასხვა ჯგუფზე არაერთი დახმარება გავწიეთ. ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებების გაცემა კვლავ გრძელდება.
ჩვენ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ამ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
მჯერა, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის, რაც მთავარია, პანდემიის შეკავების წელი. გილოცავთ და მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი. გავუფრთილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები“, – წერს საახალწლო მილოცვაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.