ილია მეორე - რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ, გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2024 წელს ულოცავს.

როგორც საახალწლო მილოცვაში ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვას დიდი ძალა აქვს.

ილია მეორე ახალი წლის მილოცვის საუკუნეების წინ არსებულ ტრადიციას იხსენებს და ქვეყანას მშვიდობას უსურვებს.

„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. სიტყვას აქვს ძლიერი ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ – გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ილია მეორემ.