ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 357 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. „კოვიდ-19“ რვა მათგანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, რვა კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია.
რაც შეეხება დანარჩენ შვიდ კოვიდინფიცირებულს, ისინი, ე.წ. საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამჟამად, 110 ადამიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.