ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 292 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 292 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულია ცხელების ცენტრის რვა პაციენტი, 54 მედპერსონალი, შსს-ს 188 თანამშრომელი, კარანტინში მყოფი 11 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი ექვსი ადამიანი, ორი მძღოლი, ასევე გამოიკვლიეს დიალიზზე მყოფი 23 პირი.