ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 292 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:29, 23.07.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 292 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულია ცხელების ცენტრის რვა პაციენტი, 54 მედპერსონალი, შსს-ს 188 თანამშრომელი, კარანტინში მყოფი 11 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი ექვსი ადამიანი, ორი მძღოლი, ასევე გამოიკვლიეს დიალიზზე მყოფი 23 პირი.

მსგავსი