ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 271 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 271 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის 11 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო; რეგიონის მედპერსონალი – 32; საკარანტინო სივრციდან – 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – 198, მძღოლი – ერთი, ასევე გამოიკვლიეს დიალიზზე მყოფი 19 პირი.