ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 271 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:11, 22.07.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 271 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის 11 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო; რეგიონის მედპერსონალი – 32; საკარანტინო სივრციდან – 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – 198, მძღოლი – ერთი, ასევე გამოიკვლიეს დიალიზზე მყოფი 19 პირი.

მსგავსი