ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 649 ნიმუში გამოიკვლიეს, ვირუსი ექვს პირს დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 649 ნიმუში გამოიკვლიეს და ვირუსი ექვს პირს დაუდასტურდა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
„რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 649 ნიმუში აიღეს. დადასტურებულია ექვსი ახალი შემთხვევა. ოთხი მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერია, ერთი სენაკში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევა არის ბათუმიდან ჩვენს რეგიონში დროებით მყოფი პიროვნება. ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ფოთში. ფოთში სულ 97 ადამიანი გაიტესტა. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში განთავსებულია 139 მოქალაქე“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.