ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 26 პაციენტი გამოიკვლიეს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 26 ნიმუში გაიტესტა. მათ შორის 21 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, აქედან ოთხი – რუხის საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტი.
კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შუალედური ტესტირება ჩაუტარდათ. სამი მათგანის შემთხვევაში პასუხი დადებითია, ერთს კი, კორონავირუსი აღარ დაუფიქსირდა.
ამასთან, დღეს გატესტილი კიდევ ხუთი პირი იყო საკარანტინო სივრციდან.
23 პაციენტის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
ჯამში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს ჩატარებული კვლევის შედეგად „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.