ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 91 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევა 91 ადამიანს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეული 91 პირიდან 68 რეგიონის სამედიცინო პერსონალია, 20 ცხელების ცენტრების პაციენტი და სამი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იყო.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჯამში, 13 მაისს 120 პირის ბიოლოგიური მასალა იყო აღებული. დარჩენილი პაციენტების ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.