ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 90 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 90 ადამიანის ტესტირება ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
90 ტესტირებულიდან 72 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო პერსონალი იყო, შვიდი ცხელების ცენტრის პაციენტი, ოთხი საკარანტინო სივრცის მომსახურე პერსონალი, შვიდი კი, კარანტინში მყოფი პირი.
ერთი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.