ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 90 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია

23:20, 08.05.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 90 ადამიანის ტესტირება ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

90 ტესტირებულიდან 72 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო პერსონალი იყო, შვიდი ცხელების ცენტრის პაციენტი, ოთხი საკარანტინო სივრცის მომსახურე პერსონალი, შვიდი კი, კარანტინში მყოფი პირი.

ერთი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი