ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა
67 წლის მამაკაცმა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19“ პირველს დაუდასტურდა, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. მას 15 დღე თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.
დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 67 წლის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 25 მარტიდან მკურნალობდა. ის საქართველოში 20 მარტს თურქეთიდან დაბრუნდა.