ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი პაციენტი რჩება.
როგორც ექიმი-ინფექციონისტი ლალი დარახველიძე ამბობს, შედარებით მძიმეა 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც 25 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება 50 წლამდე ქალის მდგომარეობას, ის შედარებით მსუბუქია.
„50 წლამდე ქალბატონი მოსკოვიდან ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ის 30 მარტს ზუგდიდში გადმოიყვანეს. კორონავირუსი მას იმ საღამოსვე დაუდასტურდა. ამ ქალბატონის 37-მდე კონტაქტის ნაწილი ანაკლიის საკარანტინო სივრცეშია, ნაწილი თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ექიმმა, ლალი დარახველიძემ.