ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 135 პირის ანალიზს იკვლევენ
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე 135 პაციენტის პისიარ ტექნოლოგიით კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევ პაციენტებს შორის 119 მედიკოსია.
მიმდინარე კვლევების პასუხები გვიან საღამოს გახდება ცნობილი.