ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის 67 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის მკვიდრია. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის, სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. 50 წლამდე ქალბატონი მოსკოვიდან ჩამოვიდა. სოფელ საბერიოდან შვიდი პირი კი, რომელთაც დაინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, ოკუპირებული ტერიტორიიდან ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან სოფელ საბერიოდან გადმოყვანილი შუახნის მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. მათი კვლევების პასუხი უარყოფითია. ბავშვები დღეს გაეწერებიან, ხოლო მამაკაცი მკურნალობას სხვა დაავადებაზე გააგრძელებს კლინიკაში