ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ კიდევ 28 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 28 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ყველა ტესტზე მიღებულია უარყოფითი პასუხი.
ტესტირება „კოვიდ 19“-ზე ამჯერად ჩაუტარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 19 მედიკოსს, ცხელების ცენტრებიდან შვიდ პაციენტს, ხოლო ორი პირი იყო ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან.