ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკრას.
პიანინო ბულვარში პროექტის – „შენი იდეა მერს“ ფარგლებში განთავსდა. აღნიშნული იდეა მოქალაქე მერაბ ოკუჯავას ეკუთვნის.
თბილისის შემდეგ პროექტი – „შენი იდეა მერს“ ზუგდიდშიც დაინერგა, ქალაქის მერის, ლაშა გოგიას ინიციატივით. პროექტი მიზანი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.