ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს
ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს

ზუგდიდის ბულვარში პიანინო დადგეს, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკრას.

პიანინო ბულვარში პროექტის – „შენი იდეა მერს“ ფარგლებში განთავსდა. აღნიშნული იდეა მოქალაქე მერაბ ოკუჯავას ეკუთვნის.

თბილისის შემდეგ პროექტი – „შენი იდეა მერს“ ზუგდიდშიც დაინერგა, ქალაქის მერის, ლაშა გოგიას ინიციატივით.   პროექტი მიზანი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.