ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, დილიდან გაიხსნება ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია.
მისივე თქმით, ბაზარში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, გაკონტროლდება მოქალაქეთა ნაკადი, რათა დისტანციის დაცვა მოხდეს, დისტანციის დაცვა მოხდება ბაზრის გარე ტერიტორიაზეც.
„აგრარული ბაზრის მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდისა და სენაკის აგრარული ბაზრები 6 აპრილს დროებით დაიხურა.