ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხანძარი იყო
ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხანძარი იყო

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ხანძარი იყო.

მოვაჭრეების განცხადებით, ხანძრის შედეგად ხუთი მაღაზია დაიწვა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და სხვა ობიექტებს საშიშროება არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე მაღაზიების მეპატრონეები.

მომხდართან დაკავშირებით ბაზრის ხელმძღვანელობის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.