ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს აბაშასთან ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო-ვიდეო]
აბაშასთან სამგზავრო მატარებელში ხანძარი გაჩნდა.
ჩქაროსნული მატარებელი ზუგდიდი-თბილისის რეისს ასრულებდა.
მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები იმყოფებიან.
შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო საქართველოს პირველ არხს მოქალაქე ლევან ოდილავაძემ მიაწოდა.