ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად გზა ჩაიხერგა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.
დილის 07:30 საათზე ლაჯურღულას მიდამოებში კლდე ჩამოიშალა და გზა ლოდებით ჩაიხერგა.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება საავტომობილო გზა.