ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად გზა ჩაიხერგა [ვიდეო]

ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად გზა ჩაიხერგა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

დილის 07:30 საათზე ლაჯურღულას მიდამოებში კლდე ჩამოიშალა და გზა ლოდებით ჩაიხერგა.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება საავტომობილო გზა.