ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოინგრა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ადგილზე მუშაობს ტექნიკა, თუმცა ჩამონგრეული კლდის მასა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, ქვის ლოდების აფეთქების აუცილებლობა დადგეს.
კლდის ჩამონგრევის გამო, გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.