ზუბალაშვილების ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ერთი პირი. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე კაცები მეზობლები არიან. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.