ზუბალაშვილების ქუჩაზე დაპირისპირებისას ერთი პირი დაჭრეს

20:49, 15.05.2023

ზუბალაშვილების ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ერთი პირი. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე კაცები მეზობლები არიან. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი