„ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ - დედა ენის ბაღში აქცია-კონცერტი მიმდინარეობს [ფოტო]
ნარკომანიისა და ნარკოტიკის ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ ამ სახელწოდებით დედა ენის ბაღში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ისინი საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და ხელისუფლებას კანონის დროულად შეცვლისკენ მოუწოდებენ.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას რამდენიმე ბენდი და სხვადასხვა კლუბის dj-ები იღებენ.