„ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ – დედა ენის ბაღში აქცია-კონცერტი მიმდინარეობს [ფოტო]

21:14, 26.06.2018

ნარკომანიისა და ნარკოტიკის ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“ ამ სახელწოდებით დედა ენის ბაღში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ისინი საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და ხელისუფლებას კანონის დროულად შეცვლისკენ მოუწოდებენ.

აქცია-კონცერტში მონაწილეობას რამდენიმე ბენდი და სხვადასხვა კლუბის dj-ები იღებენ.

მსგავსი